“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა” – ხატია დეკანოიძე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან არ მომწონს, როდესაც კეთდება განცხადებები და არ ხდება კონკრეტული ცვლილებები. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოპულისტური პოლიტიკა, არა მხოლოდ პარტიაში, არამედ ზოგადად. ვაპირებ, მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, დავტოვო საპარლამენტო პოსტი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები