სარჯველაძე – ხაბეიშვილზე: საპარლამენტო საქმიანობის არც სურვილი აქვს და არც უნარი, არავითარი რესურსი არ გააჩნია

რეალურად, ლევან ხაბეიშვილს შეიძლება, დიდი სურვილი ჰქონდეს, რომ პარლამენტში არ იყოს. მას ამის სურვილი იმიტომ აქვს, რომ მას საპარლამენტო საქმიანობის არავითარი რესურსი არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა და “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტი და საკრებულოებიც დატოვოს.

„ეს კაცი არ არის დაბადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის. შესაბამისად, მას ამის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ახლა ცდილობს, რომ თავისი რადიკალიზაციის მცდელობებით ამავე კონტექსტში შენიღბოს და პარლამენტში არ სიარული დააბრალოს ბოიკოტს. როგორც ჩანს, ასეთი მოვლენები ხშირი იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს სწორი იყო, როცა დეპუტატი იმუქრება ან სავაჭრო დისკუსიის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით, ეს არ არის არც კეთილსინდისიერი და არც ლოგიკური საქციელი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეპუტატის მანდატი ნიშნავს კონკრეტულ მოვალეობას და როცა ამით ვაჭრობ, ან ამაზე უარს ამბობ, ეს სწორი საქციელი არ არის. მგონი, შემოსვლა-არ შემოსვლის საკითხმა დიდი გაკვეთილი მისცათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ წამოიწყონ. ეს არის შეცდომა, როცა ამ თემაზე საუბარს იწყებენ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები