ლევან ხაბეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ მზად არის, სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი, არამედ საკრებულოებიც დატოვოს

პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ “ოცნებას” – პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი, რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ “ოცნებას” პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”, მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ, მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი. თუ შედეგი იქნება, ყველა მზად არის, დატოვოს ყველაფერი და გავუფორმოთ ოფისები. ბიძინა ივანიშვილი მოვიდეს ცენტრალურ ოფისში და იქ დაჯდეს. სხვა შემთხვევაში ვიღაცების აზრები ნაკლებად მაინტერესებს, შედეგი დადგება?! – ამას გავაკეთებთ“, – თქვა ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები