გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: აქამდე იყო ჟურნალი და ახლა იწყება თავდავიწყება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

„ნაცმოძრაობაში“ რაც ნაწინასწარმეტყველები იყო, ის ხდება. აქამდე იყო ჟურნალი და ახლა იწყება თავდავიწყება. დღეს პირველი ცეცხლი გაიხსნა და ითქვა, რომ გამარჯვებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა,  არეულობა და ქაოსი პარტიაში არ იყოს, თუმცა, მინდა შევახსენო ყველას, რომ გამარჯვებული მხარე არის ხაბეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ჩემს უკან არის მერაბიშვილი, კეზერაშვილი და მინდა რევოლუცია. რანაირად იქნება ეს განცხადება იმის გარანტი, რომ სადმე შეიძლება, იყოს სიმშვიდე?!“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები