გიორგი ვოლსკი: კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებენ

მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებენ.

ჩვენ პოლიტიკურ ველზე შეიძლება, ახალი პოლიტიკური ფიგურანტები – წინა პლანზე გამოსული ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი ვიხილოთ, რომლებიც დღეს ლევან ხაბეიშვილით შენიღბვას ცდილობენ. იქნება დესტაბილიზაციის, რევოლუციური სცენარის განვითარების მცდელობები… კეზერაშვილი და მერაბიშვილი, რასაკვირველია, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები, ვინც საკუთარი ქვეყნის მიმართ ანტაგონისტურად არიან განწყობილნი და ლამობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებს სახელისუფლებო სტრუქტურებისკენ გაუხსნან გზა, დაიშლებიან. ქვეყნისთვის დამაზიანებელია გარემოება, რასაც ისინი პოლიტიკურ ველზე ქმნიან – აქ არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია. ამ ადამიანების ხელში პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოყალიბდება და განვითარდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები