ვოლსკი: ავსტრიის კანცლერი ხაზს უსვამს ევროკავშირთან საქართველოს პოზიტიურ პერსპექტივას, უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაში კი მეორე ფრონტის ინტერესი დევს, რაც ქვეყნისთვის ნგრევის ტოლფასია

ევროკავშირის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის ლიდერის გამონათქვამს უკრაინელი პოლიტიკოსების გამონათქვამს ნუ შევადარებთ, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესებია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ნეჰამერი მოხარულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას.

„ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან“

„ამაში ევროკავშირიც დაინტერესებულია. როცა უკრაინელი კონკრეტული მაღალჩინოსანი საქართველოსთან დაკავშირებით, ის გამოდის იმ ინტერესიდან, რასაც ჰქვია – მეორე ფრონტის გახსნა. გარკვეულწილად, საქმისგან შორს მდგომი ადამიანისთვის შეიძლება, ეს გამონათქვამი გასაგები იყოს, რადგან უკრაინა ომს აწარმოებს და წარმატებისთვის სჭირდება საქართველოში მეორე ფრონტი, მაგრამ ამ მოწოდების შინაარსს რომ დავუკვირდეთ, დასკვნამდე მივალთ, რომ კანცლერის განცხადება უკავშირდება საქართველოს განვითარებას და წინსვლას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადება რომ ასრულდეს, შედეგად მოიტანს ქვეყნის ნგრევას. კანცლერი რეალურ სიტუაციას აფასებს და ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირთან პოზიტიურ პერსპექტივას, ხოლო უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებაში სამწუხაროდ მეორე ფრონტის ინტერესი დევს, რაც საქართველოსთვის ნგრევის ტოლფასია“, – ამბობს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები