იაგო ხვიჩია: არ მაქვს მოლოდინი, რომ ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ აღორძინებას დაიწყებს
“არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინებას დაიწყებს”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიას აღორძინებისთვის იდეა სჭირდება.
„ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზში ჩემ უკან ზის, ერთმანეთთან ადამიანურად ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და მას წარმატებებს ვუსურვებ. მოლოდინი იმის, რომ „ნაცმოძრაობა“ აღორძინებას დაიწყებს, არ მაქვს. მგონი, ხაბეს მიღმაა პროცესი, რომ „ნაცმოძრაობა“ ასე ვერ აღორძინდება იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა პარტიას იდეა უნდა გააჩნდეს და იდეა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოშვება ვერ იქნება. იდეაზე რომ ფიქრი არ მიმდინარეობს, ამ პარტიის წარმატების მიმართ სკეპტიკური ვარ. ვიმედოვნებ, რომ „ნაცმოძრაობას“ ბევრი ადამიანი გამოეყოფა. ნებისმიერ პარტიას, რომელსაც ამომრჩეველი ჰყავს, ღირებულებები აქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.