ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილის არჩევით რადიკალური ოპოზიციური სპექტრი უფრო კომიკური გახდება

“მგონი, ხაბეიშვილის არჩევით რადიკალური ოპოზიციური სპექტრი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე უფრო რადიკალური”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის არჩევა “ნაციონალურ მოძრაობას” დაასუსტებს.

„ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. თავისთავად, ხაბეიშვილის არჩევა ნიშნავს, რადიკალური ოპოზიციის დასუსტებას და ამ თვალსაზრისით, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნები. ეს გამოიწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ შემდგომ დასუსტებას, მთლიანი რადიკალური ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას, რაც არის ძალიან კარგი ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები