დავითულიანი: ის, რაც ვიხილეთ „ნაცმოძრაობაში“, არის არა არჩევნების შედეგი, არამედ – „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი

ის, რაც ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის არა არჩევნების შედეგი, მგონია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, ამის შემდეგ ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც შეიძლება, განვითარდეს მძიმედ დაავადებულ სხეულში.

„ის, რაც ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, არის არა არჩევნების შედეგი, მგონია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი. შესაბამისად, ყველაფერი ამის მერე განვითარდება ისე, როგორც შეიძლება, განვითარდეს მძიმედ დაავადებულ სხეულში“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები