ირაკლი კობახიძე: ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირით და მეგობრობით ბასკ ხალხთან

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბასკეთის მხარეში, ქალაქ გერნიკაში, ევროპის ერთ-ერთი უძველესი პარლამენტის შენობაში, სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „დიდი პატივია ისტორიულ ადგილას სტუმრობა, სადაც ბასკეთის ისტორია იწერებოდა“.

„ქართველები ვამაყობთ ისტორიული კავშირით და მეგობრობით ბასკ ხალხთან. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის!“, – აღნიშნავს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები