თაკო ჩარკვიანი „ნაცმოძრაობას“: ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ საკუთარ ამომრჩეველს – გადაწყვიტა ფულმაო წერთ, კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში?

ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს – გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში? – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ არჩევნებს და პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, ის, რაზეც ბოლო დღეების მანძილზე ენმ-ის წევრები საუბრობენ „გოიმობა და პროვინციალიზმია“.

„ეხება განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსებს! რას წერთ და ამბობთ, ხალხნო?! ასეთ შეურაცხყოფას როგორ აყენებთ თქვენი პარტიის, საკუთარი პარტიის ამომრჩეველს – გადაწყვიტა ფულმაო წერთ, ანუ კომისიაში შეგაქვთ ეჭვი თუ საკუთარ ამომრჩეველში? ანუ გაიყიდნენ ნაცპარტიის ამომრჩევლები ფულზე ისევე, როგორც „ოცნების“ ამომრჩევლები? გაქვთ რაიმე ფაქტები მოსყიდვის, დადეთ? აბა, სულ გადაირიეთ?! ძლივს ახალი ტექნოლოგიით ჩატარდა არჩევნები, რა განცხადებებს აკეთებთ?! ეს რა არასახელმწიფოებრივი განცხადებებია?! რას წერთ ან რაზე საუბრობთ, ან რას უწერთ ამ დღეების მანძილზე ერთმანეთს, ეს არის სწორედ „გოიმობა და პროვინციალიზმი“, წარმომავლობაზე დაბა, ქალაქზე რომ წერთ და ამ დროს საკუთარი თავი რომ არ „გეგოიმებათ“, თან ცოტა – საკუთარ დაბა-ქალაქს რომ „მალავთ“, აი, ეს არის, ეგ არის ქაჯობა, ტრაგიკულად ღიმილის მომგვრელია“, – წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე და პოლიტიკურ იდეალებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები