ბექა დავითულიანი: ეს საერთოდ არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, ეს იყო „ნაცმოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი – მმართველი გუნდისთვის დიდად არაფერი იცვლება

ჩემი აზრით, ეს საერთოდ არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილება მმართველი გუნდისთვის არაფერს ცვლის.

„სიმართლე რომ გითხრათ, მმართველი გუნდისთვის დიდად არაფერი იცვლება. მარკუს ავრელიუსი არ აურჩევია „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარედ, შესაბამისად, რა უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, ეს საერთოდ არ იყო შიდაპარტიული არჩევნები, სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სამედიცინო დიაგნოზი და შესაბამისად ცვლის იმას, რომ ეს პარტია დეგრადირდა უკვე იმ დონეზე, რომ მგონი, დიდი მომავალი არ უწერიათ, ისე როგორც ყველა დაავადებულ ორგანიზმს, მისი მომავალიც, ჩემი აზრით, ასე განვითარდება. ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ დეენემის მქონე და მე ამაში ვეთანხმები. კი, როდესაც მას ასე ხმას აძლევენ და ირჩევენ, ნამდვილად, მას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დეენემი. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან უხარისხო მოძრაობაა დღევანდელი მოცემულობით“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები