ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ბასკეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა

ბასკეთის მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა, რაც ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე. შესაბამისად, გვაქვს მათი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბასკეთის პოლიტიკურ ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„გვქონდა შეხვედრები ბასკეთის მთავრობის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო კომიტეტის წევრებთან. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ურთიერთობებთან. მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბასკეთის მხარის მხარდაჭერა და მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ესპანეთი ამ წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება და კოლეგებთან ამაზეც გვქონდა საუბარი. ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება თანამშრომლობის გაღრმავება. რამდენიმე პრიორიტეტზე გვქონდა არსებითად საუბარი. არის საინტერესო ინიციატივები, პროექტები და აუცილებლად ყველა მათგანზე მუშაობა გაგრძელდება. მათი მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა, რაც ფიქსირდება ყველა შეხვედრაზე. შესაბამისად, გვაქვს მათი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები