ირაკლი კობახიძე: ბიზნესის რეკეტი და კორუფცია იყო სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი – ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს არ უნდა დაბრუნდეს

სააკაშვილის განცხადება ჩვეულებრივი აღიარება იყო, რომ არის ერთი ჩვეულებრივი რგოლი სისტემაში და მას არანაირი დამოუკიდებელი თამაშის რესურსი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებას.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე სხვისი დავალებების სამსახურშია.

„რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და კორუფციას, ეს იყო მისი რეჟიმისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი და მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ასეთი რეჟიმი საქართველოში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები