კობა ნაყოფია: ვტოვებ “ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს – ვრჩები რიგით წევრად

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და პოლიტსაბჭოს ტოვებს.

ნაყოფიას თქმით, ის პარტიის რიგით წევრად რჩება.

“ვტოვებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე როგორც, ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება პუტინის პირადი პატიმარი საპყრობილეში. შემდეგ მივიღებ უკვე გადაწყვეტილებას, დავრჩები თუ არა. მანამდე ვრჩები. ეს გარდაუვალია და არც განიხილება”, – განაცხადა ნაყოფიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები