ირაკლი კობახიძე – სააკაშვილზე: რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალთან

“რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „იმედის კვირასთან“ სააკაშვილის მედდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე შეფასებით, სამწუხარო მოვლენაა, რომ სააკაშვილის 9 წელი პრეზიდენტი იყო.

„საზოგადოებამ ცნობილ ვიდეო კადრებში იხილა სააკაშვილის დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს შემაშფოთებელია და ძალიან სამწუხაროა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, რომ ეს ადამიანი იყო 9 წელი საქართველოს პრეზიდენტი. რა დამოკიდებულებაც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის მიმართ თავის დროზე, ის დამოკიდებულება აქვს ახლა სამედიცინო პერსონალის მიმართ. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები