ირაკლი ზარქუა: პარტიას სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ, ჩემი ხაბე ამას იზამს? – ეს ხომ აბსურდია

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები ვიწროპარტიულია.

ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას “იმედის” ეთერში საუბრისას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად გაიაზრეს კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ვიწროპარტიული ინტერესები, რომელსაც არ აინტერესებს არც საქართველოს ინტერესები, არც მოსახლეობის, არც მათი მხარდამჭერების. ამიტომაც აი 21 ათასმა – ასეთი მრავალრიცხოვანი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ჩემი „ხაბე“. სააკაშვილის ჩამოსვლამ ვერ მისცა პარტიას ახალი მუხტი და თქვენ გგონიათ ჩემი ხაბე ამას იზამს? ეს ხომ აბსურდია. ვიღაცებს ეგონათ, რომ ეს იყო ახალი „ნაციონალური მოძრაობა“. აი, ახალგაზრდები მოიყვანეს, ახალ პლატფორმაზე დგას და დასრულდა ერთმანეთის ჩაწერა, შანტაჟი, ცემა-ტყეპა, თურმე პირიქით, ჩემი „ხაბე“ ეყრდნობა მერაბიშვილს და კეზერაშვილს და მათი წარმომადგენელია თურმე განახლებულ პარტიაში“, – აცხადებს ზარქუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები