ირაკლი კობახიძე ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელს და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ესპანეთში, ბასკეთის მხარეში ვიზიტის მეორე დღეს ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბაკარჩო ტეხეირას, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელ რაკელ მოლინას და აღნიშნული კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის წევრი – მიხეილ ყაველაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე.

შეხვედრებზე ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ბასკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. ბასკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები