ილია დარჩიაშვილი: ავსტრიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის ვიზიტის ფარგლებში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.
„ეს ვიზიტი მოწმობს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძალიან მაღალი, დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები. 2022 წელს საქართველოს პრემიერმინისტრი სტუმრობდა ავსტრიას და დღეს უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ფედერალური კანცლერი მივიღოთ საქართველოში. ამ ვიზიტის ფარგლებში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ვიზიტი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს ამ ურთიერთობებში. მეორე მხრივ, იქნება ძალიან სიღრმისეული განხილვები იმ მიმართულებით, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. კანცლერს გავუზიარებთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რაც გადაიდგა“, – აცხადებს დარჩიაშვილი.