დავით მათიკაშვილი: პატიმარი სააკაშვილი ემუქრება ვიღაცებს და წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ იყო, ამ მუქარებს როგორი წარმატებით ასრულებდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მედდის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„როდესაც ის პატიმარია, არ უშვებს იმის შანსს და საშუალებას, რომ ვიღაც დააბულინგოს, ვიღაცას დაემუქროს, მით უმეტეს, დასაჭერად. წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ეს ადამიანი რომ იყო, ამ მუქარებს და მრუდე სურვილებს როგორი წარმატებით ასრულებდა“, – აცხადებს მათიკაშვილი.

„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ინტერვიუ ჩაწერა. მედდა აცხადებს: “ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები