ირაკლი ზარქუა: საზოგადოებამ უკვე ნახა, თუ როგორ ექცეოდა პატიმარი სააკაშვილი ექიმებსა და ექთნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის მედდის ინტერვიუს ეხმაურება.

„ჩვენ ხომ ვნახეთ იმ გასაჯაროებული ვიდეოებით, თუ როგორ ატერორებს, პირდაპირი მნიშვნელობით და როგორ ძალადობს ექთნებსა და ექიმებზე, სწორედ იმ ხალხზე, ვინც ემსახურება პატიმარ სააკაშვილს. აქედან გამომდინარე, ქალბატონის აღიარება თუ ჩვენება მის გარეშეც საზოგადოებამ უკვე ნახა“, – აცხადებს ზარქუა.

„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ინტერვიუ ჩაწერა. მედდა აცხადებს: “ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები