საბერძნეთში გამანადგურებელი ჩამოვარდა
საბერძნეთის დასავლეთით, ანდრავადას აეროპორტთან ახლოს ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილი F-4 ჩამოვარდა.
მედიის ცნობით, ორმა პილოტმა კატაპულტირება შეძლო.
აღნიშნულია, რომ 117-ე საავიაციო პოლკის 338-ე ესკადრილიის ორადგილიანი თვითმფრინავი სასწავლო ფრენას ასრულებდა.