გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი ყველას “რუსეთის აგენტს” უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ყველას “რუსეთის აგენტს” უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პარტია არ არის.
“მიხეილ სააკაშვილი ყველას “რუსეთის აგენტს” უწოდებს, ვინც საქართველოში მისი ჩამოსვლა განაპირობა. გვახსოვს, მიტინგებზე ყვიროდნენ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. განცხადებები კეთდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ზღვით, ღრუბელ-ღრუბელ თუ გვირაბით ჩამოვიდოდა. ფაქტია, რომ „შპიგელში“ სააკაშვილის ინტრიგა დიდი ხანი გაჰყვება „ნაცმოძრაობას“ – არის აგენტურული ქსელი, აგენტების გაერთიანება თუ არის პარტია, რომელსაც სააკაშვილი მართავდა და ახლა სხვები მართავენ. ეს არ არის პარტია, რომელიც ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.