თაკო ჩარკვიანი: იმედი მაქვს, ხაბეიშვილი უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება

„კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„პირველ ყოვლისა, მისალოცია, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები. ვფიქრობ, სამომავლოდ გასათვალისწინებელი იქნება. ე.ი. ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია, რომ ამ რეფორმირებული ტექნოლოგიით ჩატარდეს არჩევნები და ეს ძალიან ყურადსაღებია. რა თქმა უნდა, ლევანს მივულოცავ. მიმაჩნია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა. ზოგადად, ყოველთვის ხალხი ითხოვს ცვლილებას, მოქმედებას. ტრაგიკული არაფერი არ არის, თავმჯდომარეები იცვლებიან.

იმედი მაქვს, უფრო მოქმედი თავმჯდომარე იქნება. თუ არ იქნება მოქმედი თავმჯდომარე, ზუსტად ისევე მოექცევა მას ამომრჩეველი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პარტიასთან, მის ამომრჩეველთან ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით, 2018 წლიდან. მგონი, თავად მოქმედი თავმჯდომარე ვინც იყო ამ დრომდე, ნიკა მელიასთვისაც კარგია, რაც მოხდა. ჯერ ახალგაზრდაა, კიდევ დიდი გზა აქვს და სამომავლოდ ეცოდინება, რომ რაღაცები უნდა გაითვალისწინოს. ეს ყველაფერი სასწავლებლად ძალიან კარგია. ამომრჩეველი არასოდეს არ გპატიობს რაღაც მთავარს. ის მთავარი არის უმოქმედობა. ეს უთუოდ იყო, ამას ვერავინ უარყოფს და ხალხმა მოინდომა ცვლილება, რაც ძალიან ნორმალურია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გაკეთდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები