ავთანდილ ცინცაძე: ხაბეიშვილის „ქურქუმალ ვაითში“ ახალი ჩანაწერი გაჩნდა; ეს ის შემთხვევაა, “ნაცმოძრაობამ” რაც დაიმსახურა, ის მიიღო
ავთანდილ ცინცაძე ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. შესაბამისი განცხადება თბილისის საკრებულოს დეპუტატმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვებას! მის „ქურქუმალ ვაითში“ ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ეს ის შემთხვევაა, ,,ნაცმოძრაობამ,, რაც დაიმსახურა, ის მიიღო“, – წერს ცინცაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.