გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია გმირად, მაგრამ დღეს ვულოცავ ხაბეიშვილს და ვუსურვებ წარმატებასო

მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს.

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გააცნო.

„არაფერში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი, მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიას, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ ახლა, დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებასო. ძალიან დიდი სურვილი აქვს,  ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე არ იყოს ლაპარაკი”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები