ჩინეთის საგარეო უწყება მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება

“თუ შეერთებული შტატები ნამდვილად ზრუნავს უკრაინელ ხალხზე, მათ უნდა შეწყვიტონ კიევისთვის იარაღის მიწოდება”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა ბრიფინგზე.

„აშშ არის უკრაინის კრიზისის მთავარი ინიციატორი და მთავარი მამოძრავებელი ძალა, ისინი მუდმივად აწვდიან უკრაინას მძიმე და შეტევით იარაღს, ახანგრძლივებენ კონფლიქტს და უფრო ინტენსიურს ხდიან მას“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან მოუწოდა ვაშინგტონს, “შეწყვიტოს ომისგან სარგებლის მიღება” და “პასუხისმგებლობით შეუწყოს ხელი დეესკალაციას”, კერძოდ, შექმნას პირობები “დაინტერესებული მხარეებისთვის” სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები