ნატო მოუწოდებს სამხრეთ კორეას, გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ კორეას მოუწოდა, გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და შესთავაზა, გადახედოს პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს კონფლიქტში მყოფ ქვეყნებში იარაღის ექსპორტის აკრძალვას.

სტოლტენბერგის თქმით, არსებობს საბრძოლო მასალების გადაუდებელი საჭიროება.

„საბოლოოდ, გადაწყვეტილება თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ნატოს რამდენიმე მოკავშირემ, რომელსაც ჰქონდა პოლიტიკა, არ მიეწოდებინა იარაღი კონფლიქტში მყოფი ქვეყნებისთვის, ეს პოლიტიკა შეცვალა”, – თქვა ალიანსის ლიდერმა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამხრეთ კორეამ გააფორმა კონტრაქტები ნატოს წევრი პოლონეთისთვის ასობით ტანკის, თვითმფრინავისა და სხვა იარაღის მიწოდებაზე და უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები