ნიკა მელია: ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია

“ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ის პარტიაში რჩება და ბრძოლას აგრძელებს.

“ამ ბრძოლაში გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს და ის მიზნები და ამოცანები, რომელთა მიღწევა და შესრულება მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ არის შეუსრულებელი. მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, მე ბუნებრივია, ვრჩები ბრძოლაში, ვრჩები პარტიაში, რომელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები