ირაკლი ზარქუა: ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ – ახლა აჩვენოს თავის პარტიას, როგორ უნდა მუშაობა

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიულ არჩევნებში თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

“ჩემი ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ. მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს, მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა სიმბოლო „ნაცების“. ხაბეს ვთხოვ, პარლამენტიდან გასვლები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟ ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას, როგორ უნდა მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები