Sky News: ომის შემთხვევაში, ბრიტანეთის არმია ქვეყნის დაცვას ვერ შეძლებს

აშშ-ის მაღალჩინოსანმა გენერალმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს პირადად უთხრა, რომ ბრიტანეთის არმია უმაღლესი დონის საბრძოლო ძალად აღარ განიხილება.

ამის შესახებ Sky News-ს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში წყარომ განუცხადა.

აშშ-ში მიაჩნიათ, რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ლონდონს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა ეზრუნა. თუმცა, ახლა “ეს არის უკვე მთელი სტრუქტურა, რომელსაც არ შეეძლება დიდი ბრიტანეთის და მოკავშირეების დაცვა ათწლეულის განმავლობაში.”

სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, თუ რიში სუნაკი, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, სწრაფ ზომებს არ მიიღებს, მას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარუმატებლობა ელოდება.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ არმიის ძირითადი პრობლემები გამოავლინა.

კერძოდ, ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო დაწყებიდან „რამდენიმე დღეში“ ამოეწურებათ საბრძოლო მასალა; მათ არ შეუძლიათ საკუთარი საჰაერო სივრცე სარაკეტო და დრონების დარტყმებისგან დაცვა; არმიას ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდება, რომ 25 000-დან 30 000-კაციანი საბრძოლო დივიზიის განლაგება შეძლონ ტანკებით, არტილერიითა და ვერტმფრენებით; დიდი ბრიტანეთის მაღალი მზადყოფნის ძალების, დაახლოებით 30% არის რეზერვისტები, რომლებსაც ნატოს მიერ დადგენილ ვადებში მობილიზება არ შეუძლიათ; არმიის ჯავშანტექნიკის პარკის უმეტესი ნაწილი, მათ შორის, ტანკების, შექმნილია 30-დან 60 წლის წინ და მათი სრული ჩანაცვლება უახლოეს წლებში მოსალოდნელი არ არის.

“ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ სუნაკი, უკრაინაში ახალი ტიპის იარაღის გადაცემის გამოცხადებისას, თავის მხრივ, არაფერს ამბობს საკუთარი სამხედრო საწყობების შევსების გეგმებზე. ამჟამად, ბრიტანეთის არმიას მხოლოდ 76 ათასი ადამიანი ჰყავს, მაგრამ ძალები კიდევ უფრო შემცირდება – 73 ათას კაცამდე”, – იტყობინება Sky News-ი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები