ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყანაში ვითარების არევა და საბოლოო კულმინაცია უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი

სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყანაში ვითარების არევა და საბოლოო კულმინაცია უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„შპიგელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ჩვენთვის მთავარი არის ერთი რამ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო არა სააკაშვილის, არამედ ვიღაც სხვის გეგმა. ჩვენ ვამტკიცებთ ძალიან დიდი ხანია, რომ სააკაშვილი სხვებმა ჩამოიყვანეს და თან კონკრეტული მიზნით. ეს მიზანი იყო ქვეყანაში ვითარების არევა და საბოლოო კულმინაცია უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი. საბედნიეროდ, მათ ვერ მიაღწიეს მიზანს. სააკაშვილმა პრაქტიკულად ვერ აღიარა, რომ საქართველოში ჩამოსვლა მისი პატრონების გეგმა იყო“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები