გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი – ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი – ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს შეთქმულთა ჯგუფი ცდილობს განავითაროს სტრატეგიული გეგმა, რომელიც არ უკავშირდება მთავარ ნიშანს, რომელიც უნდა ახასიათებდეს პოლიტიკურ პარტიას – მას არ აქვს კონკრეტული გეგმა, პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მათი დამოკიდებულება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი არის ერთადერთი – ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლა და შეცვლილი ხელისუფლების მიერ მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები