ირაკლი ზარქუა: “ნაცმოძრაობაში” ველოდები ცვლილებებს, ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი ხაბე 

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ზარქუა, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე არჩევნებს გამოეხმაურა.

“ნაცმოძრაობაში” ველოდები ცვლილებებს. ამ ცვლილებების სიმბოლო არის ჩემი ხაბე და ხაბე უნდა გახდეს თავმჯდომარე. მე მაქვს ეს მოლოდინი. სხვა შედეგს მე არ მივიღებ, არ მივცემ ლეგიტიმაციას. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, ჩემს ხაბეს შიგნით გაუყალბეს”, – აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება. პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის, ესენია: მოქმედი თავმჯდომარე – ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები