ირაკლი ზარქუა: სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს

“პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები არის დადგენილი. ქალბატონმა გიულიმ ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა გიული ალასანიას განცხადებას.

„მერამდენედ უნდა ამხილონ თავიანთი თავი ამ სიცრუეში. 1. ადამიანზე ამბობდე, რომ აქვს დემენცია, არის არაადეკვატური და ა.შ. – ადამიანი, ჩვენებებს აძლევს საერთაშორისო ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, ამხელს თავისი გუნდის ნაწილს, ვინ უღალატა, ვინ რუსული ინტერესების დამკვეთია. ამის ანალიზს აკეთებს და არ მგონია მას დემენციის რამე ეტყობოდეს. 2. მთელი ეს თვეები გვიმტკიცებდნენ, რომ ისეთი დაავადება სჭირს, რომ მისი გადაყვანა საზღვარგარეთაა აუცილებელი, ახლა კი თვითონ თქვეს – საზღვარგარეთ კი არა, გავათავისუფლოთო და აქ თვითონ აირჩეს კლინიკას სადაც იმკურნალებსო. 3. ქალბატონ გიულის უნდა ვუთხრათ, რომ პატიმარი სააკაშვილი კი არის პატიმარი, მაგრამ უკვე მერამდენე თვეა ლუქს პალატაშია, თავისუფლად გადაადგილდება, მოძრაობს და კეთილ ინებოს და დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციას და მიიღოს ის საკვები და ის კალორაცია რაც არის დადგენილი. ამისკენ მოუწოდოს თავის შვილს და ძალიან დავალებულები ვიქნებით ყველა“, – განაცხადა ზარქუამ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა: “ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები