გიორგი ვოლსკი: გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან

“გიული ალასანიას და არა მარტო მისი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა თაღლითების ძალიან დიდ ჯგუფთან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„არსებობს მკურნალობის გარკვეული კურსი, რომელსაც არ იცავენ იმ მიზეზით, რომ როგორმე სააკაშვილის დაზიანება იყო თვალხილული და იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ იმაში, რომ სააკაშვილი არის ისეთ პირობებში, რომელიც არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის სტანდარტს. ამ პროცესში წამოცდენები, რომელიც თუნდაც გიული ალასანიას ჰქონდა, მიუთითებს იმაზე, რომ არიან თაღლითები და ზუსტად იციან რეალური სიტუაცია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა: “ჩვენი თხოვნა არის სასჯელის გადავადება, ადამიანი თავისუფალი რომ იქნება, თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას სად წავიდეს, იქნებ აქ რჩება? აქ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები