რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი

ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გერანულ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუზე.

„სააკაშვილის საქართველოში ქურდული გზით შემოპარვის უკან გარე ძალები იდგნენ ერთი მიზეზით და მიზნით, რომ მათ ქაოსისა და არეულობის საფუძველზე დანაშაულებრივად ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში და ახლა ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ მისი აქ შემოპარვა იყო არა მისი, არამედ სხვისი დაგეგმილი“, – თქვა იონათამიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები