“ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიან მომლოცველებზე” – პრეზიდენტი იერუსალიმში სროლის დროს დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამისი სამძიმრის წერილი პრეზიდენტმა “ტვიტერში” გამოაქვეყნა.

“შოკირებული ვარ იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარი სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიან მომლოცველებზე.

ვლოცულობ დაღუპულთა ახლობლებისა და დაშავებულთათვის”, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი – დაშავდა. მედიის ცნობით, ნევე-იაკოვში შეიარაღებულმა პირმა მოქალაქეებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი ლოცვის შემდეგ სინაგოგას ტოვებდნენ. ლიკვიდირებულია თავდამსხმელი. მას სამართალდამცველებმა ცეცხლი გაქცევის მცდელობისას გაუხსნეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები