ბექა დავითულიანი: სააკაშვილის ჩამოსვლაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს იმ ჩანაწერში

სასაცილო რამეებს ამბობს და ამავდროულად ყველას, ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გერმანულ გამოცემასთან.

„სასაცილო რამეებს ამბობს და ამავდროულად ყველას, ვინც კონკურენციას უწევს პარტიაში და ციხიდან მის ბრძანებებს არ ითვალისწინებს და თავის თამაშს თამაშობს, ყველას ცოტ-ცოტა ცელი გამოუსვა, მათ შორის ვანო მერაბიშვილსაც. ამაში რომ რუსეთის ხელი ერია, დედამისი ღიად ამბობს იმ ჩანაწერში, რომ რუსეთთან არის შესათანხმებელი. თუ ერთმანეთს ლანძღავენ, ჩავთვალოთ, რომ მართლები არიან“, – აცხადებს დავითულიანი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები