„თუ ცოცხალი გადავრჩი, მომავალს მხოლოდ უკრაინაში ვხედავ“ – მიხეილ სააკაშვილი

მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ცოცხალი გადარჩება, მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში აღნიშნა, ძალიან სევდიანია იმის ყურება, თუ როგორ იქცა საქართველო ომში კრემლის მოკავშირედ.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც საქართველოში გადამხდა, მომავალს, თუ ცოცხალი გადავრჩი, მხოლოდ უკრაინაში ვხედავ. ამ ქვეყნის ისტორიაში უკვე ვითამაშე გარკვეული როლი და უზომოდ ბედნიერი ვიქნები ზელენსკისთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით ვიმუშაო. მას თავისუფალი სამყაროს ლიდერად აღვიქვამ. ძალიან სევდიანია იმის ყურება, როგორ იქცა საქართველო ამ ომში კრემლის მოკავშირედ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები