მიხეილ სააკაშვილი: დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა, ადვოკატების ფული აღარ გვაქვს – ბინის გაყიდვასაც ფიქრობს
დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის, – ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვას, როგორ ახერხებს ფინანსურად, რომ მას უამრავი ადვოკატი და ექსპერტი იცავს.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატი ლიდერივით სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული
„დედაჩემმა მემკვიდრეობით მიღებული მიწა გაყიდა და მიუხედავად ამისა, ახლა ფული აღარ გვაქვს, არც ადვოკატების და არც სხვა რამის. რა ვქნა ახლა ვიდარდო და ვუსაყვედურო საკუთარ თავს, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატ ლიდერს, სხვადასხვა ანგარიშზე მილიონები არ მაქვს გადამალული? დედაჩემი ამასობაში ბინის გაყიდვასაც ფიქრობს. ჩვენ უსამართლო ბრძოლაში ვართ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.