„ვინც მიშას სახლს შეეხება, წყეულიმც იყოს!“

„ვინც მიშას სახლს შეეხება, წყეულიმც იყოს“ – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები პირადი მოხმარებისთვის დახარჯა.
„ვინც მიშას სახლს შეეხება, წყეულიმც იყოს. ის არც ქართველია და არც ადამიანი. ამის გამკეთებელ–ბრძანების გამცემი პროცედურების ერთგული კი არა, ნაბიჭ…ა“, – წერს დავით დარჩიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ამავე თემას ეძღვნება, პარლამენტის წევრის მიერ გამოქვეყნებული მეორე სტატუსიც. დარჩიაშვილი პარალელს ავლებს, თუ როგორ ხარჯავს აშშ -ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა სახელმწიფო ხარჯებს.
„ძაღლის მოვლა 100 000 დოლარად სახელმწიფოს ხარჯზე, სადღეღამისო კინოთეატრი ოჯახის წევრებს… ასეთია პრეზიდენტის საოჯახო მომსახურება დემოკრატიულ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში. არადემოკრატიულში, როგორიც რუსეთია, პრეზიდენტი მილიარდერია. ჩვენთან კი, ოლიგარქის ხელის მთავრობა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მასაჟისტისა და კოსტუმებისთვის “ხალხის რისხვას”უგორებს და დასაჭერად დასდევს. და გასდის, რადგან კახელ გლეხს ჯერ კიდევ აჯერებენ მისი ჟურნალისტები, რომ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები “შახაბაზებია”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები