კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით, შიდაპარტიული არჩევნების შედეგები 30 იანვარს, სავარაუდოდ, 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება.

კობა ნაყოფია ამომრჩეველს შიდა პარტიულ არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„დარეგისტრირებულთა რიცხვი დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს, ეს უპრეცედენტოდ მაღალია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ამ არჩევნების მიმართ. 28 იანვარს, უკვე, დილის 10:00 საათზე არჩევნებს სტარტი მიეცემა, ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც ხმის მიცემას შეძლებდით. ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მოვუწოდებ, აქტიურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს.

არჩევნები დასრულდება 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ში, კომისია სწრაფად შეიკრიბება, ვვარაუდობთ, რომ 30-ში, 12:00 საათისთვის საზოგადოებისთვის შედეგები ცნობილი იქნება. არჩევნების მსვლელობისას საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12:00, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები