ბაჩო დოლიძე: არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია

არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რადგან არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში, კულისების უკან მართავენ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მათგანი, ნათელი მაგალითია ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავინ არსად წასვლას არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60 და 70 პროცენტზე. ვიცით, რომ ხმის მიცემის პროცესი არის ფარული და არ ჩანს, ვინ ვის მისცემს ხმას. აბსურდია მანიპულირება, რომ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით უკვე რაღაცის პროგნოზირება შეიძლება. აღნიშნული კომიქსები მინახავს, შესაბამისად, ახლა მთავარია, ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ მხარდაჭერისკენ.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს. წარმოუდგენელია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი. ყველას აქვს თავისი ისტორია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ, რადგან არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. პირველ რიგში, ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში, კულისების უკან მართავენ პროცესებს. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მათგანი, ნათელი მაგალითია ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ბაჩო დოლიძემ ლევან ხაბეიშვილის 12-პუნქტიან გეგმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმამდე, „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი პრობლემები აქვს პარტიაში გადასაწყვეტი.

„ცოტა რეალისტები ვიყოთ, ვიდრე კომიქსების ფრიალს დავიწყებთ. მთავარი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. ჩემი აზრით, მთავარი საკითხი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გადასაწყვეტი, ეს არის, ვეგუებით თუ არა არაფორმალური ელემენტების შემოტანას ჩვენს წიაღში. ნამდვილად არ იყო შემთხვევითი ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, თუნდაც გიორგი კირთაძის კანდიდატურა გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, განსაკუთრებით რეგიონებში, იქნება ჩართული ყოველდღიურ პარტიულ ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რიგი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა პარტია არა მარტო გაჯანსაღებული, კარგ ფორმაში იყოს მთავარ ბრძოლაში. მთავარი ბრძოლა ჩვენ გვაქვს ოლიგარქიულ რეჟიმთან, პირველ რიგში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტია დასახსნელი პოლიტიკური ტყვეობიდან და ამ ყველაფერს ახლა კომიქსების ფრიალი ნამდვილად არ უშველის. ლოზუნგები, სადღეგრძელოები მოსმენილი მაქვს, ბევრჯერ მაქვს ნანახი, თუმცა რეზულტატი ნამდვილად არ მინახავს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჯერ მთავარი პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი, ვიდრე კონკრეტულად ნაბიჯების გადადგმაზე გადავალთ“, – თქვა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები