იონათამიშვილი: პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” გაქრება პოლიტიკური ველიდან

პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობა” გაქრება პოლიტიკური ველიდან. ეს პროცესი რომ დაწყებულია და შეუქცევადია, ამას გვიჩვენებს თუნდაც ის სიძულვილი და დაპირისპირება, რაც ნაცმოძრაობის შიგნით დარჩენილი კლანების მხრიდან არსებობს ერთმანეთისადმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ეევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

“საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი და წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მასში დადებით არის შეფასებული ის რეფორმები, რომელიც თუნდაც შემოდგომის თვეებში მიმდინარეობდა საქართველოში და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი საფუძველი იქნება, რომ კიდევ უფრო გამყარდეს დადებითი შეფასებები 12 პუნქტის შესრულების ირგვლივ. რაც შეეხება, პოლარიზაციას, ის ქართულ პოლიტიკაში კი არ არსებობს, პოლარიზაცია არსებობს ნაცმოძრაობაში. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ე.წ. თავმჯდომარეობის 4 კანდიდატი და ერთმანეთში აქვთ გაჩაღებული პოლარიზაცია. მეორე მხარეს არის საქმიანი პროცესები და დიალოგები. შესაბამისად, პოლარიზაცია ავტომატურად დასრულდება მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობა გაქრება პოლიტიკური ველიდან. ეს პროცესი რომ დაწყებულია და შეუქცევადია, ამას გვიჩვენებს თუნდაც ის სიძულვილი და დაპირისპირება, რაც ნაცმოძრაობის შიგნით დარჩენილი კლანების მხრიდან არსებობს ერთმანეთისადმი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები