ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პროგრამით განსახორციელებელი პროექტები შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით წყდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობა ძირითადად გარე განათების დასრულებას, შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრეების მოწესრიგებას, სპორტული სივრცეების მოწყობას, სკვერებისა და სასაფლაოების შემოღობვას ირჩევენ.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შეხვედრები 16 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ინიცირებული პროექტების გარდა, ადგილობრივებისგან პირადად ისმენს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას გააჩნია.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მერთან შეხვედრებზე გაჟღერებული საკითხების გადასაჭრელად, პროექტებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები