შალვა პაპუაშვილი ინგა თოდრიაზე: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობის – მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ ყველას, ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური

ყოველთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ინგა თოდრიასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ყოველთვის ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა და ხაზგასასმელია, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არის ამოსავალი ყოველგვარი თანამშრომლობისა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მოვუწოდოთ ყველას, ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური.

სასამართლოს აქვს ბევრად მაღალი ნდობა, ვიდრე არასამთავრობო სექტორს. სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებსაც თუ ავიღებთ და საქართველოს შევადარებთ სხვა ქვეყნებს, არ მგონია, დიდი განსხვავება იყოს. სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის ხოლმე სხვადასხვა დამოკიდებულება, ნდობა-უნდობლობა, მათ შორის პარლამენტის მიმართაც შეიძლება იყოს, მაგრამ ის მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვს, საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „იუესაიდის“ მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე აკეთებს არა მარტო პოლიტიკურად მიკერძოებულ განცხადებას, არამედ აქვს მოწოდება ხელისუფლების ცვლილებისკენ, ეს შემაშფოთებელია. იმედი მაქვს, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს მიიღებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები