პაპუაშვილი – ნაცმოძრაობაზე: პრობლემა არის არა მის ხელმძღვანელში, არამედ ფილოსოფიაში, რომელიც ჩადებულია ამ პარტიაში

„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის მის ხელმძღვანელში, პრობლემაა ის ფუნდამენტი, რომელზეც პარტია დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სანამ არ შეაფასებენ საკუთარ წარსულს, იქამდე იქნებიან „მარგინალურ კუთხეში“.

„„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის მის ხელმძღვანელში, პრობლემაა ის ფუნდამენტი, რომელზეც პარტია დგას. ეს ფუნდამენტი არის ძალადობის, ეროვნული ინტერესების უარყოფის, ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა, შემდეგ უკვე ოპოზიციიდანაც სწორედ ასეთი მცდელობებია. ამიტომ პრობლემა არის თავად ფილოსოფიაში, რომელიც ჩადებულია ამ პარტიაში. ისინი თავის წარსულს ვიდრე არ შეაფასებენ და შეაფასებენ გულახდილად, კეთილსინდისიერად, მანამდე ეს პარტია იქნება იმ მარგინალურ კუთხეში, რომელშიც ის არის უკვე წლებია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები