პუტინმა უშიშროების საბჭოზე, არქტიკის ოკეანის კონტინენტური შელფის გარე საზღვრები განიხილა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებს დღევანდელ ოპერატიულ შეხვედრაზე, შიდა დღის წესრიგთან ერთად ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის კონტინენტური შელფის საკითხების განხილვა შესთავაზა.
„დღეს, კოლეგებო, გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება როგორც შიდა დღის წესრიგს, ასევე რუსეთის ფედერაციის კონტინენტური შელფის გარე საზღვრის საკითხს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში“, – თქვა პუტინმა.
პირველ საკითხზე გამოსვლისთვის პუტინმა ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლიკოვა მიიწვია.