დავით მათიკაშვილი: საერთოდ რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებსა და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან ისმინებოდა

საერთოდ რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებში და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან მათი ტელეფონები ისმინებოდა, ეს ერთი მოცემულობა. მეორე – როგორც კი დასჭირდებოდა სისტემას, რომ ვინმეს კომპრომეტირება მოეხდინა, ან მის მიმართ ტალღა აეგორებინა, ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, იმ წუთას ქვეყნდებოდა გარკვეული ჩანაწერები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ვერ გაიხსენებს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერცერთ ფაქტს, რადგან ეს პარტიისთვის წითელი ხაზია.

„ტოტალური მოსმენა იყო მთელს ქვეყანაში. საერთოდ რაზე ლაპარაკობს ნაყოფია, ხალხი კარადებში და მაცივრებში მალავდა ტელეფონებს, რადგან მათი ტელეფონები ისმინებოდა, ეს ერთი მოცემულობა. მეორე – როგორც კი დასჭირდებოდა სისტემას, რომ ვინმეს კომპრომეტირება მოეხდინა, ან მის მიმართ ტალღა აეგორებინა, ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, იმ წუთას ქვეყნდებოდა გარკვეული ჩანაწერები. კასრებზე და კასრებში აღმოჩენილ ჩანაწერებზე, მის შინაარსზე და ამაზრზენობაზე და უღირსობაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ არის. იმდენად უღირსი იყო ეს ყველაფერი, რომ სახელმწიფომ ეს ყველაფერი გადაწყვიტა, რომ გაენადგურებინა“, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები